გაკვეთილები


გაკვეთილის გეგმა
სკოლა
სამტრედია, ნაბაკევის საჯარო სკოლა.
მასწავლებლის სახელი და გვარი
მარინე ყენია
საგანი
ბიოლოგია
თემა
საჭმლის მონელება
გაკვეთილის ტიპი
სამოდელო/გამჭოლი კომპეტენციები. ციფრული წიგნიერება

სწავლების საფეხური:კლასი
საბაზო. VIII
მოსწავლეთა რაოდენობა
21
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე
არ არის
ჩატარების თარიღი
29.05.2018
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წთ.
გაკვეთილის მიზანი












    
მოსწავლე შეძლებს:
·                                 გამოიყენოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად.
·         გმოიყენებს დიაგრამებს, ცხრილებს მონაცემთა შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·         გაანალიზებს მონაცემებს და გამოიტანს დასკვნებს;
ილუსტრაციაზე ამოიცნობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებს და მსჯელობს მათ ფუნციებზე.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
  კვლ.VIII.3. მოსწაბლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.
    შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·                                 იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად.

კვლ.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება
   შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს მონაცემთა შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·         აანალიზებს მონაცემებსდა და გამოიტანს დასკვნებს;
ბიოლ. VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოსადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თვისებები.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         ილუსტრაციაზე ამოიცნობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებს და მსჯელობს მათ ფუნციებზე.

სწავლების მეთოდი
კითხვა პასუხი, ქსელური ძიება ,,გონებრივი იერიში“, „მინი ლექცია“ ,  ,,  „სააზროვნო სქემა - დაამყარე კავშირები“, „პრეზენტაცია“
კლასის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
მოსწავლეებმა იციან: ორგანიზმის სატრენსპორტო სისტემები რითი გადაიტანება ორგანიზმში საკვები ნივთიერებები და ქსოვილთა ჯგუფები.
შეფასება
ინდივიდუალური, წყვილებში  და ჯგუფური მუშაობის შეფასება.
განმავითარებელი და განმსაზღვრელი( შეფასების რუბრიკები იხილეთ დანართის სახით)
სასწავლო მასალა და რესურსები
თაბახი ფურცლები. სახელმძღვანელო, ფორმატი, ლეპტოპი, პროექტორი, მარკერები, ქსელში ჩართული კომპიუტერები.

საორგანიზაციო საკითხები
სასწავლო მიზნის, შეფასების რუბრიკისა და ქცევის წესების გაცნობა მოსწავლეთათვის
გაკვეთილის მსვლელობა
I ფაზა

აქტ.N1                          სახელწოდება- კითხვა პასუხი
                                      ხანგრძლივობა-   7 წთ.
                                      ორგანიზების ფორმა-  ინდივიდუალური
აქტივობის მიზანი : მოსწავლეები შეძლებენ  განვლილი თავის შეჯამება  და  წინარე ცოდნის რეალიზებას კითხვა პასუხის საშუალებით.
                     .

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი  გაკვეთილს იწყებს გამოწვევის ფაზით. მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს, შეახსენებს ქცევის წესებს და გააცნობს შეფასების რუბრიკებს - რაში და როგორ შეფასდებიან მოსწავლეები და გამოაკრავს თვალსაჩინო ადგილზე . მასწავლებელი კითხვა პასუხის მეთოდით  შეაჯამებს განვლილ თავს და მოსწავლეებს გაუაქტიურებს წინარე ცოდნას .

                                     აქტ.N 2        
                                      სახელწოდება-  ქსელური ძიება
                                      ხანგრძლივობა-    7 წთ.
                                      ორგანიზების ფორმა-  ჯგუფური
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ინტერნეტის საშუალებით  მოიძიონ ინფორმაცია საჭმლის მომნელებელი სისტემის შესახებ.

აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ჯგუებში დავალებას ინტერნეტის გამოყენებით  მოიძიონ ინფორმაცია საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებისა და მათი ფუნქციების შესახებ.
II   ფაზა

























































III ფაზა

აქტ.N 3                         სახელწოდება-  ,,პრეზენტაცია“
                                      ხანგრძლივობა-    7 წთ.
                                      ორგანიზების ფორმა-  ჯგუფური
აქტივობის მიზანი:   მოსწავლეები შეძლებენ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცის.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს მისცემს საშუალებას თვითონვე შეარჩიონ  ჯგუფიდან ერთ-ერთი მოსწავლე ,რომელიც შეძლებს მოძიებული ინფორმაციის წარდგენას .

აქტ.N 4                         სახელწოდება-  მინი-ლექცია
                                      ხანგრძლივობა--  6 წთ.
                                      ორგანიზების ფორმა-   მთელი კლასი
აქტივობის მიზანი:მასწავლებელი ვიდეორგოლის დახმარებით შეძლებს მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია  
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ვიდეო რგოლს და უხსნის  როგორ ხდება საკვების გადაადგილება საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებში და როგორ მიმდინარეობს ლუკმის ქიმიური და მექანიკური დაშლა.
ვიდეორგოლის ელექტრონული მისამართი: https://www.youtube.com/watch?v=ev7elitft-Y



აქტ.N 5                         სახელწოდება-   სააზროვნო სქემა ,,დაამყარე კავშირი“
                                      ხანგრძლივობა-    5 წთ.
                                      ორგანიზების ფორმა-  წყვილებში
·         აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ მასწავლებლის მიერ შექმნილი  ელექტრონული რესურსის გამოყენებით ამოიცნონ საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოები და შეუსაბამონ შესაბამისი ორგანოს სახელები

აქტივობის აღწერა:   მასწავლებელი მოსწაავლეებს აძლევს დავალებას იმუშაონ წყვილებში მის მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსზე და სთხოვს  ამოიცნონ საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოები და შეუსაბამონ სწორი სახელწოდებები , დავალების სესრულების შემდეგ მასწავლებელი ამოწმებს შესრულებულ ნამუშევრებს და არასწორად შესრულების შემთხვევაში  აძლევს მოსწავლეებს მითითებას.

ელექტრონული რესურსის მისამართი: https://learningapps.org/display?v=p0fxd2s0318

აქტ.N 6                         სახელწოდება-  ,,ვიქტორინა“
                                      ხანგრძლივობა-    6 წთ
                                      ორგანიზების ფორმა-  ინდივიდუალური
აქტივობის მიზანი:   მოსწავლეები შეძლებენ მასწავლებლის მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის-ტესტების საშუალებით შეაჯამონ ახალი მასალა.




აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი გაკვეთილის შესაჯამებლად იყენებს მის მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსს , პროექტორის გამოყენებით აჩვენებს ტესტებს და ინდივიდუალურად თხოვს მოსწავლეებს უპასუხონ მიცემულ კითხვას.
ელექტრონული რესურსის მისამართი:   https://learningapps.org/display?v=pw2kf3o7a18

აქტ.N 7                         სახელწოდება-  ,,გასასვლელი ბილეთ“
                                      ხანგრძლივობა-   4 წთ
                                      ორგანიზების ფორმა-  ინდივიდუალური
აქტივობის მიზანი:   მოსწავლეები შეძლებენ უკუკაშირის მიცემას გასასვლელი ბილეთის საშუალებით


აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს უკუკავშირისთვის შეავსონ გასასვლელი ბილეთები  და აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკის საშუალებით.
საშინაო დავალება
დრო: 2 წთ.
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას მოსწავლის წიგნიდან გვ. 79,სავარჯიშო N1, 





                  განმავითარებელი  შეფასების რუბრიკა  ( ჯგუფური მუშაობისთვის)

N
კრიტერიუმები
სრულიად
ნაწილობრივ
ნაკლებად
1
იცავს ჯგუფური მუშაობის წესებს



2
ჯგუფის წევრები ერთად მუშაობენ დასახული მიზნის მისაღწევად



3
ჯგუფის წევრები თანაბრად ინაწილებენ ფუნქციებს



4
ჯგუფის წევრებმა შეძლეს პრეზენტაციისათვის დავალების სწორად შესრულება.



5
ისმენენ ერთმანეთის აზრს და იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს



6
სწორად გაიგეს მასწავლებლის მითითებები.



7
 დროის ლიმიტი იყო დაცული.





კლასში ჩართულობის განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა

    1-4
             5-6
           7-8
           9-10
აქტიური  მონაწილეობა
არ არის ჩართული
პერიოდულად ერთვება, მაგრამ არანაყოფიერად
აქტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეაქვს
აქტიურია, კონსტრუქციული და შეაქვს დიდი წვლილი
აზრების დამოუკიდებლად გამოთქმა
ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრებს
გამოთქვამს საკუთარ აზრებს, მაგრამ ზოგჯერ აკლია დამაჯერებლობა
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი, დამაჯერებელი, არგუმენტირებული
კონცენტრირება სამუშაოზე
ვერ ახერხებს კონცენტრირებას
ცდილობს კონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
ძირითადად კონცენტრირებულია სამუშაოზე
მთელი გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულია სამუშაოზე
სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა
არ უსმენს სხვების აზრებს, და აწყვეტინებს
ყოველთვის არ უსმენს სხვების აზრებს ან უსმენს, მაგრამ აქვს არაადეკვატური რეაქცია
უსმენს სხვების აზრებს და ცდილობა იყოს კორექტული
ყურადღებით ისმენს სხვების აზრებს,  აანალიზებს და კორექტულია




გასასვლელი ბილეთი




მოსწავლის გვარი/სახელი       ----------------------------------------------------

დაასრულე ქვემოთ მოცემული წინადადებები:
·        დღევანდელი გაკვეთილიდან ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო იმიტომ, რომ        ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
·        ჩემთვის ბუნდოვანი დარჩა-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დღევანდელი გაკვეთილიდან  რომელ საკითხზე ვისურვებდი უფრო მეტი ინფორმაციის გაგებას (თქვენს მიერ მითითებული საკითხი გთხოვთ ჩაიწეროთ საშინაო დავალების რვეულშიც)-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 გაკვეთილის გეგმა

სკოლა
სამტრედია, ნაბაკევის საჯარო სკოლა.
მასწავლებლის სახელი და გვარი
მარინე ყენია
საგანი
ბიოლოგია
თემა
სისხლის გადასხმა. სისხლის პათოლოგიები
გაკვეთილის ტიპი
ინოვაციური
სწავლების საფეხური:კლასი
საბაზო. VIII
მოსწავლეთა რაოდენობა
20
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე
არ არის
ჩატარების თარიღი
24.04. 2018წ.
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წთ.
გაკვეთილის მიზანი












    
·         გაეცნონ ორგანიზმის დაცვითი შესაძლებლობების მნიშვნელობას და მათი დარღვევის შედეგად გამოწვეულ დაავადებებს;
·         იმსჯელონ არასწორი კვების შედეგად განვითარებული დაავადებების შესახებ;
·         იმსჯელონ სისხლის ჯგუფების და მათი გადასხმის შესახებ;
·         დაგეგმილი ცდის ჩატარებას და  ცხრილის საშუალებით მონაცემების წარმოდგენას;
·         მონაცემთა ანალიზი და ანალიზის საფუძველზე დასკვნის გამოტანას;

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
 კვლ.VIII.2. მოსწაბლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
    შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას, ატარებს დაგეგმილ ცდას უსაბრთხოების წესების დაცვით;

კვლ.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
   შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         იყენებს სხვადასხვა ხერხს(დიაგრამებს, ცხრილებს,გრაფიკებს, სიებს)მონაცემთა წარმოსადგენად
ბიოლ. VIII.6.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემების მნიშვნელობა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         მოიპოვებს ინფორმაციას ორგანიზმის დაცვითი შესაძლებლობების შესახებ და გამოთქვამს ვარაუდს მათი დარღვევის შედეგების შესახებ.

ბიოლ. VIII.9.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანისთვის ჯანსაღი ცხობრების წესის მნიშბნელობა.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         მოიპოვებს ინფორმაციას არასწორი კვების შედეგად მოსალოდნელი დარღვევების შესახებ.


სწავლების მეთოდი
,,გონებრივი იერიში“,კითხვა პასუხი „მინი ლექცია“ „ექსპერიმენტი“, „სააზროვნო სქემა“, „პრეზენტაცია“
კლასის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური,  ჯგუფური

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
მოსწავლეებმა იციან: სისხლის შემადგენელი ნაწილები მისი უჯრედები და პლაზმის შემადგენლობა სისხლის უჯრედების ფუნქციები , წარმოშვების ადგილი და სიცოცხლის ხანგრძლივობა,იმუნიტეტის არსი, სისხლის ჯგუფები და  ჰომეოსტაზი.
შეფასება
ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის შეფასება.
(განმავითარებელი შეფასების რუბრიკები  იხილეთ დანართის სახით)
სასწავლო მასალა და რესურსები
თაბახი ფურცლები. სახელმძღვანელო, ფორმატი, ლეპტოპი, პროექტორი,სურათები, მარკერები.
საკვები საღებავით შეღებილი წყალი: წითელი, ლურჯი, მეწამული და სუფთა წყალი,ჭიქები.
საორგანიზაციო საკითხები
სასწავლო მიზნის, შეფასების რუბრიკისა და ქცევის წესების გაცნობა მოსწავლეთათვის
გაკვეთილის მსვლელობა
I ფაზა

აქტ.N1                          სახელწოდება- კითხვა პასუხი
                                      ხანგრძლივობა-   8 წთ.
                                      ორგანიზების ფორმა-  ინდივიდუალური
აქტივობის მიზანი :  მოსწავლეები შეძლებენ წინარე ცოდნის რეალიზებას გონებრივი იერიშის საშუალებით.
                     .

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი  გაკვეთილს იწყებს გამოწვევის  ფაზით. მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს, შეახსენებს ქცევის წესებს და გააცნობს შეფასების რუბრიკებს - რაში და როგორ შეფასდებიან მოსწავლეები და გამოაკრავს თვალსაჩინო ადგილზე . მასწავლებელი კითხვა პასუხის მეთოდით ამოწმებს საშინაო დავალებას და პროექტორის დახმარებით აჩვენებს მოსწავლეებს სისხლის შემადგენელ ნაწილებს , თხოვს ამოიცნონ მოსწავლეებმა პროექტორით ნაჩვენები        


                                     აქტ.N 2        
                                      სახელწოდება-  გონებრივი იერიში
                                      ხანგრძლივობა-    2 წთ.
                                      ორგანიზების ფორმა-  ინდივიდუალური
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ გაიხსენონ რა იციან  სისხლის ჯგუფებზე და სისხლის პათოლოგიების შესახებ.   .

აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი მოსწავლეებს დაუსვავს კითხვებს რა სმენიათ სისხლის ჯგუფებსა და სისხლის პათოლოგიური დაავადებების შესახებ,
II   ფაზა

























































III ფაზა

აქტ.N 3                         სახელწოდება-  ,,მინი ლექცია“
                                      ხანგრძლივობა-    7 წთ.
                                      ორგანიზების ფორმა-  ინდივიდუალური
აქტივობის მიზანი:   მოსწავლეები გაეცნობიან ახალ მასალას.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მინი ლექციის საშუალებით მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას,სისხლის ჯგუფების თავსებადობისა და  არასწორი გადასხმით გამოწვეულ შედეგებზე ასევე გააცნობს სისხლის პათოლოგიური დაავადებებს და მათ გამომწვევ მიზეზებს .

აქტ.N 4                         სახელწოდება-  ,,ექსპერიმენტი“
                                      ხანგრძლივობა--  6 წთ.
                                      ორგანიზების ფორმა-  ჯგუფური
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები ექსპერიმენტის საშუალებით გაიაზრებენ სისხლის გადასხმის დროს ანტიგენებისა და ანტისხეულების თავსებადობას.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს მეთოდის(ექპერიმენტის) მიმდინარეობას თითოეულ  ჟგუფუფს  ურიგებს  ჭიქებს სადაც მოთავსებულია გამჭვირვალე , წითელი , ლურჯი და მეწამული ფერის წყალი. ჭიქებზე  აღნიშნულია , რომ წითელი A (2)ჯგუფის სისხლია ლურჯი B(3), მეწამული AB(4) , და გამჭვირვალე 0 (1)ჯგუფის სისხლი.  ჭიქები ასახავს რეციპიენტს და დონორს ამასთანავე მასწავლებელი  ურიგებს ცხრილებს, სადაც ცდის მონაცემები უნდა შეიტანონ .   აძლევს ინსტრუქციას თუ რომელი სითხე რომელ ჭიქაში გადაასხან და  მათთან ერთად  ატარებს ექსპერიმენტს  . უხსნის, რომ თუ წყალმა ფერი იცვალა ეს ნიშნავს , მოხდა აგლუტინაცია ანუ შეეწეპა ერითროციტები ერთმანეთს და ეს ჯგუფები არათავსებადია. თუ ფერი იგივე დარჩა , სისხლის ეს ჯგუფები თავსებადია.მოსწავლეები ექსპერიმენტის მიღებულ  შედეგებს ჩაინიშნავენ.

აქტ.N 5                         სახელწოდება-  ,, სააზროვნო სქემა“
                                      ხანგრძლივობა-    2 წთ.
                                      ორგანიზების ფორმა-  ჟგუფური
·         აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ  ცხრილის  გამოყენებით ექსპერიმენტის მონაცემთა წარმოდგენას.იმსჯელონ სისხლის ჯგუფების და მათი გადასხმის შესახებ;


აქტივობის აღწერა:   მასწავლებელი ამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით იძახებს ჯგუფიდან ერთ-ერთ  მოსწავლეს ,რომელიც  მასწავლებლის მიერ მითითებულ ცხრილში შეიტანს ექსპერიმენტის მონაცემებს, თუ სხვა ჯგუფის მოსწავლეებს ექნება სწოპი პასუხები აწევენ მწვანე ბარათს არასწორის შემთხვევში წითელს.არასწორი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში მასწავლებელი განუმარტავს სწორ პასუხს.


აქტ.N 6                         სახელწოდება-  ,, ამოცანებზე მუშაობა“
                                      ხანგრძლივობა-    5 წთ.
                                      ორგანიზების ფორმა-  ჯგუფური
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები ჯგუფებში შეძლებენ მსჯელობას ორგანიზმის დაცვითი შესაძლებლობების  დარღვევის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

აქტივობის აღწერა:   მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ერთმანეთისგან განსხვავებულ სიტუაციურ ამოცანებს შესაბამისი კითხვებით, სადაც მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ ორგანიზმის დაცვითი შესაძლებლობების შესახებ და დაავადების  გამომწვევ მიზეზებზე.

აქტ.N 7                         სახელწოდება-  ,,პრეზენტაცია“
                                      ხანგრძლივობა-    5 წთ
                                      ორგანიზების ფორმა-  ჯგუფური
აქტივობის მიზანი:   მოსწავლეები  გამოთქვამენ  ვარაუდს  ორგანიზმის დაცვითი შესაძლებლობების  დარღვევის შედეგების შესახებ და იმსჯელებენ არასწორი კვების გამო მოსალოდნელ დარღვევებზე.



აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი ამოსაძახებელი  ჩხირების საშუალებით იძახებს ჯგუფიდან ერთ- ერთ  მოსწავლეს ,რომელიც  აკეთებს  პრეზენტაციას და გამოთქვამს  ვარაუდებს ორგანიზმის დაცვითი შესაძლებლობების  დარღვევის შედეგების შესახებ და იმსჯელებს არასწორი კვების გამო მოსალოდნელ დარღვევებზე.


დრო :      8 წთ.

მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შემაჯამებელ კითხვას და აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკის საშუალებით. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს უკუკავშირისთვის შეავსონ გასასვლელი ბილეთები.
საშინაო დავალება
დრო: 2 წთ.
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას მოსწავლის წიგნიდან გვ. 21 ,სავარჯიშო N1,  2,  3,  4,  5.





                                    










N
კრიტერიუმები
სრულიად
ნაწილობრივ
ნაკლებად
1
მოსწავლე განსაზღვრავს კვლევისა საგანს და კვლევის ეტაპებს



2
მონაწილეობას იღებს ექსპერიმენტის ძატარებაში



3
მოსწავლემ შეძლო ცდის მონაცემების ანალიზი და დასკვლის გამოტანა



 
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა პრაქტიკული სამუშაოსთვის (ექსპერიმენტი)
                       





              

















  განმავითარებელი  შეფასების რუბრიკა  ( ჯგუფური მუშაობისთვის)

N
კრიტერიუმები
სრულიად
ნაწილობრივ
ნაკლებად
1
იცავს ჯგუფური მუშაობის წესბს



2
ჯგუფის წევრები ერთად მუშაობენ დასახული მიზნის მისაღწევად



3
ჯგუფის წევრები თანაბრად ინაწილებენ ფუნქციებს



4
ჯგუფის წევრებმა შეძლეს პრეზენტაციისათვის დავალების სწორად შესრულება.



5
ისმენენ ერთმანეთის აზრს და იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს



6
სწორად გაიგეს მასწავლებლის  მითითებები.



7
 დროის ლიმიტი  იყო დაცული.






                  განმავითარებელი  შეფასების რუბრიკა  ( ინდივიდუალური მუშაობისთვის)

N
კრიტერიუმები
სრულიად
ნაწილობრივ
ნაკლებად
1
მოსწავლემ სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა



2
მოსწავლემ დასმულ კითხვებს ადეკვატურა უპასუხა



3
მოსწავლემ შეძლო თემის გასაგებად წარმოდგენა



4
მოსწავლემ შეძლო ნასწავლი ლექსიკური მარაგის პრაქტიკაში გამოყენება



5
სწორად გაიგეს მასწავლებლის  მითითებები.



6
 დროის ლიმიტი  იყო დაცული.







ჯგუფში მუშაობის შეფასების რუბრიკა მასწავლებლისათვის
(დაკვირვებისა და კომენტარებისათვის)

ჯგუფები
მოსწავლეები (სახელი, გვარი)
კომენტარები ჯგუფის მუშაობის პროცესში
I-ჯგუფი

II-ჯგუფი

III-ჯგუფი

















                        გასასვლელი ბილეთი
1. შნი აზით გამოგადგება  თუ არა მიღებული ცოდნა ცხოვრებაში?
·       დიახ
·       ნაწილობრივ
·       არა
2.კმაყოფილი ხარ თუ არა შენი დღევანდელი მუშაობით?
·       დიახ
·       ნაწილობრივ
·       არა
3.კმაყოფილი ხარ თუ არა შენი დღევანდელი ჩართუობით ჯგუფურ მუშაობაში?
·       დიახ
·       ნაწილობრივ
·       არა
4.ველაზე მეტად რომელი აქტივობა იყო შენთვის საინტერესო?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

No comments:

Post a Comment