ვიქტორინა - მცენარეთა და ცხოველთა სამყარო (გაკვეთილი მეოცე)
გაკვეთილის მიზანი: ნასწავლი
თემების შეჯამება
აქტივობის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს გავაცანი ვიქტორინის მიზანი და წესები. დავაყავი
ჯგუფებად და დავურიგე კითხვარები არსებულ თემასთან დაკავშირებით.
მოსწავლეებმა მიცემულ დროში გსცეს პასუხები. მოხდა მონაცემების აღრიცხვა და გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი. მათ
გადაეცათ სიგელები.
ასევე ყველა მოსწავლეს გადაეცა სიგელები პროექტში მონაწილეობისათვის.
ვიქტორინა - მეცნიერებისა
და ტექნიკის მიღწევები (გაკვეთილი მეცხრამეტე)
გაკვეთილის მიზანი: ნასწავლი
მასალის შეჯამება
აქტივობის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს გავაცანი ვიქტორინის მიზანი და წესები. დავაყავი
ჯგუფებად და დავურიგე კითხვარები არსებულ თემასთან დაკავშირებით.
მოსწავლეებმა მიცემულ დროში გსცეს პასუხები. მოხდა მონაცემების აღრიცხვა და გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი. მათ
გადაეცათ სიგელები.
ვიქტორინა - იცნობთ თუ არა მსოფლიოს (გაკვეთილი მეთვრამეტე)
გაკვეთილის მიზანი: ნასწავლი
მასალის შეჯამება.
აქტივობის მიკლე აღწერა: მოსწავლეებს გავაცანი ვიქტორინის მიზანი და წესები. დავაყავი
ჯგუფებად და დავურიგე კითხვარები არსებულ თემასთან დაკავშირებით.
მოსწავლეებმა მიცემულ დროში გსცეს პასუხები. მოხდა მონაცემების აღრიცხვა და გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი. მათ
გადაეცათ სიგელები.
კროსვორდების
შექმნა. (გაკვეთილი მეჩვიდმეტე)
გაკვეთილის მიზანი: ნასწავლი
თემებიდან კროსვორდების შექმნა.
აქტივობა: მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად, თითოეულმა ჯგუფმა შეადგინა კითხვარი და შექმნა კროსვორდი. შემდეგ მოახდინეს მისი პრეზენტაცია.
მტაცებელი ფრინველები-ყველაზე ულმობელი მონადირეები
(გაკვეთილი მეთექვსმეტე)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა მტაცებელ ფრინველებს, მათი ცხოვრების ნირს, ნადირობის უცნაურ ხერხებს და გავრცელების არეალს.
აქტოვობის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი. გამოვიკითხე რა იცოდნენ მოსწავლეებმა
აღნისნულ თემასთან დაკავშირებით. პროექტორის საშუალებით ვაჩვენე მტაცებელი ფრინველების ფოტოები, მინი
ლექციით მივაწოდე ინფორმაცია ამ ფრინველების შესახებ. გაკვეთილი შევაჯამეთ კითხვა-პასუხის საშუალებით.
ფარაონების
ეგვიპტრ.( გაკვეთილი მეთხუთმეტე)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ანტიკური ეგვიპტის სამეფოების აკლდამებს, ღვთაებებსა და ფარაონებს.
აქტივობის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის ტემა და მიზანი. გონებრივი იერიშის მეთოდით გამოვიკითხე რა იცოდნენ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. პროექტორისა და მინი ლექციის საშუალებით მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია. კითხვა-პასუხებით შევაჯამეთ გაკვეთილი. მოსწავლეებმა მონაცემები ჩაინიშნეს დღიურებში.
აღმოსავლური
ხელოვნება. ჩინეთის,იაპონიისა და ინდოეთის ხელოვნების ნიმუშები (გაკვეთილი მეთოთხმეტე)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან აღმოსავლური ხელოვნების ნიმუშებს.
აქთივობის მოკლე აღწერა: მოსწავლებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი. კითხვა-პაუზებისა და კითხვა - კომენტირების მეთოდით გამოვიყენეთ ენციკლოპედია. და მოსწავლეებს გავაცანი არნიშნული თემა. პროექტორის საშუალებით ვაჩვენე ამ ქვეყნების ხელოვნების ნიმუშები. მოსწავლეებმა მონაცემები ჩაინიშნეს დღიურებში.
პარტნიორები
და პარაზიტები (გაკვეთილი მეცამეტე)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან იმ ორგანიზმებს, რომლებიც პარტნიორობას უწევენ სხვა ცოცხალ ორგანიზმებს და პარაზიტობენ მას. გაიგებენ
რა უარყოფით გავლენას ახდენს პარაზიტები ადამიანის ორგანიზმში.
აქტივობის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი, გონებრივი იერიშით გავიგე რა იციან მოსწავლეებმა
აღნისნულ თემასთან დაკავშირებით, პროექტორით ვაჩვენე ფოტო მასალა პარაზიტების შესახებ და მინი ლექციის საშუალებით მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია. გაკვეთილი შევაჯამეთ კითვა-პასუხის მეთოდით.
მსოფლიოს ახალი და ძველი საოცრებები
(გაკვეთილი მეთორმეტე)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიოს ახალ და ძველ საოცრებებს.
აქტივობის მოკლე აღწერა: გონებრივი იერიშის გამოყენებით გავიგე რა იციან მსოფლიოს საოცრებების შესახებ.
პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ მსოფლიოს საოცრებების ამსახველ ფოტოებს. კითხვა
- პასუხების საშუალებით შევაჯამებთ გაკვეთილებს
კომპიუტერული
საგამომცემლო სისტემა (გაკვეთილი მეთერთმეტე)
მოსწავლეები გაეცნობიან კომპიუტერული სისტემის განვითარების ისტორიას.
აქტივობის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი. კითხვა
- კომენტირების მეთოდით მივეცი საშუალება ენციკლოპედიიდან მიეღოთ ინფორმაცია კომპიუტერული სისტემის განვითარების შესახებ. ბოლოს
კი ვიმსჯელეთ წლების შემდეგ კომპიუტერის განვიტარების ალბათობაზე.
ანტიკური სამყაროს ღმერთები და მითები(გაკვეთილი მეათე)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებს შეექმნათ წარმოდგენა ანტიკური ახლო აღმოსავლეთისა
და ხმელტაშუა ზღვის პირეთის ღმერთების მითების რიტუალებისა და რელიგიური კონცეფციის შესახებ.
აქტივობის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი, გონებრივი იერიშის მეთოდით გავიგე რა იციან აღნისნულ თემასთან დაკავშირებით. მინი ლექციის საშუალებით მივაწოდე ინფორმაცია ანტიკური სამყაროს და მითების შესახებ. გაკვეთილი შევაჯამე კითხვა პასუხის საშუალებით. მოსწავლეებმა მონაცემები ჩაინიშნეს თავიანთ დღიურებში.
მტაცებელი მცენარეები
- ბუნების სასწაული. (გაკვეთილი მეცხრე)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან მცენარეებს, რომლებიც იკვებებიან როგორც ორგანული ისე არაორგანული ნივთიერებებიდან წარმოქმნიან თავიანთ საკვებს და ახასიათებთ მიქსოტროფული კვების ტიპი.
აქტივობის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი. გონებრივი იერიშის საშუალებით გავიგე რა იცოდნენ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. პროექტორის სასუალებით ვაჩვენე ვიდეო და ფოტომასალა. და ენციკლოპედიიდან
კითხვა - პაუზების საშუალებით მივაწოდე ინფორმაცია ამ მცენარეების შესახებ. მოსწავლეებმა მონაცემები ჩაინიშნეს დღიურებში.
ატმოსფერო. ჰაერი, რომელიც გვწამლავს. (გაკვეთილი მერვე)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ჰაერის დაბინძურების
გამომწვევ ფაქტორებზე და იმსჯელებენ პრობლემის გადაჭრის გზწბზე.
აქტივობის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილითემა და მიზანი. გჰამოვიყენეთ დისკუსიის მეთოდი. მოსწავლეებს მივეცი საშუალება ემსჯელათ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე და მისი გადაჭრის გზების შესახებ.
გაკვეთილის შეჯამების მიზნით დაფაზე ჩამოვწერეთ პრობლემის გადაჭრის საშუალებები.
მატარებელი
და ლიანდაგები. (გაკვეთილი მეშვიდე)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან მატარებლის განვითარების და მათი გამოყენების ევოლუციას.
აქტივობის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი, დავყავი
წყვილებად და ვთხოვე კომპიუტერის საშუალებით მოეძიებიათ ინფორმაცია მატარებლების განვითარების შესახებ.
ვთხოვე მათ გაეკეთებინათ
პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეებმა
წარმოადგინეს მოძიოებული ინფორმაცია.მონაცემები ჩაინიშნეს დღიურებში.
მულტიმედია.
კომუნიკაციებებისა და ახალი განზომილებების სამყარო (გაკვეთილი მეექვსე)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან თანამედროვე სამყაროს ტექნოლოგიური განვითარების მოკლე ისტორიას. მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი. გონებრივი იერიშის საშუალებით გავიგე რა იციან აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. მინი ლექციის საშუალებით მივაწოდე ინფორმაცია და გაკვეთილი შევაჯამე კითხვა-პასუხის მეთოდით.
უკბილო ვეშაპები. კეთილი და გონიერი გოლიათები (გაკვეთილი მეხუთე)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიოში ყველაზე დიდი ბინადრის ცხოვრების ნირსა და მის ევოლუციურ განვითარებას.
მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი და გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით გავიგე რა იციან ვეშაპების შესახებ. მინი
ლექციის საშუალებით მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია. პროექტორის საშუალებით ვაჩვენე ამ ცხოველების სურათები. კითხვა-პასუხის საშუალებით შევაჯამეთ გაკვეთილი. მოსწავლეებმა მონაცემები ჩაინიშნეს დღიურში.
ქალთა მოძრაობები
(გაკვეთილი მეოთხე)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაიგებენ როგორ იბრძოდნენ ქალები გენდერული თანასწორობისთვის. როგორ განსხვავდებოდა
წარსული კულტურულ ცივილიზაციაში ქალის პოზიცია. მოახდენენ შედარებას დღევანდელ და ადრინდელ ქალთა უფლებებს შორის.
გაკვეთილის მიზნის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს გავცნობ დისკუსიის თემას ქალთა მოძრაობების და გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის შესახებ. მინი ლექციის შემდეგ კლასში გავმართავ დისკუსიას მიწოდებულ და არსებული ცოდნიდან გამომდინარე. გაკვეთილის შეჯამების მიზნით მოსწავლეებს მივცემ საშუალებას მოახდინონ შედარება ადრინდელ და ახლანდელ ქალთა უფლებებს შორის.
მონობა. სხვის საკუთრებაში
მყოფი ადამიანების ისტორია (გაკვეთილი მესამე)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლოატაციის უძველეს ფორმას. ანტიკური საბერძნეთისა და რომის სახელმწიფოში, ახალ ისტორიაში კი - ამერიკის.
მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი. გამოვიყენე მეთოდი: ვიცი - მინდა
ვიცოდე - გავიგე. მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და ვთხოვ დაწერონ რა იციან მონობაში მყოფი ადამიანების შესახებ და რისი გაგება სურთ. ჯგუფიდან
ერთმა მოსწავლემ გააკეთა პრეზენტაცია. მინი ლექციის საშუალებით მივაწოდე ინფორმაცია დასმულ კითხვებთან დაკავშირებით. გაკვეთილი შევაჯამეთ კითხვა - პასუხის
საშუალებით. მონაცემები მოსწავლეებმა ჩაინიშნეს დღიურებში.
ოკეანის უჭკვიანესი
არსებები - დელფინები (გაკვეთილი პირველი)
მოსწავლეებს ვაცნობ პროექტის მიზანს და მსოფლიოს უჭკვიანესი არსებების - დელფინების ცხოვრების ნირს. გამოვიყენე მეთოდი: ვიცი - გავიგე
- მინდა ვიცოდე. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და დავურიგე თაბახის ფურცლები და ვთხოვე დაეწერათ რა იცოდნენ დელფინების შესახებ და რისი გაგება სურდთ. თითოეული
ჯგუფიდან მოსწავლეებმა გააკეთეს პრზენტაცია რა იცოდნენ დელფინების შესახებ და კიდევ რისი გაგება სურდათ.
მიოსწავლეებს გავეცი ამომწურავი პასუხი მათ მიერ დასმულ კითხვებზე და პროექტორის საშუალებით ვაჩვენე საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული დელფინები სურათები და ვიდეომასალა.
კითხვა პასუხის საშუალებით შევაჯამეთ გაკვეთილი.
მფრინავი ძუძუმწოვრები
(გაკვეთილი მეორე)
გაკვეთილის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ მსოფლიოს საოცარ ცხოველებს, მფრინავ ფალანგებს, ლემურებს, მეთაფლურებს, ღამურებს და მფრინავ ციყვებს. მიიღებენ
ინფორმაციას მათი ცხოვრების ნირისა და გავრცელების არეალის შესახებ.
გონებრივი იერიშის მეთოდით გავიგე რა იციან ამ ცხოველების შესახებ. მინი
ლექციით მივაწოდე დამატებითი ინფორმაცია ზემოთ აღნიშნული ცხოველების შესახებ. ენციკლოპედიებისა და ჟურნალების საშუალებით ვაჩვენე მათი სურათები. კითხვა პასუხის საშუალებით შევაჯამე გაკვეთილი. მოსწავლეებმა გააკეთეს მოკლე ჩანაწერები თავიანთ დღიურებში.
პროექტის
მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ თანამშრომლობითი და პრეზენტაციის უნარები.
. მოსწავლეები აიმაღლებენ ზოგადი განათლების დონეს
. ხელი შეუწყო მოსწავლეებში ინტელექტუალურ-შემეცნებითი უნარების განვითარებას. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ინფორმაციული ტესტის ,მაგალითად ცნობარის შედგენა
მასწავლებლის ზოგადი მიმოხილვა პროექტის შესახებ: მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა პროექტის ფარგლებში გაეცნონ მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს, თანამედროვე მეცნიერებებისა და ტექნიკის მიღწევებს, ზოგიერთი ქვეყნის ისტორიას და ხელოვნების ნიმუშებს. გააკეთებენ პრეზენტაციებს, შეადგენენ კროსვორდებს მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე და ინტელექტუალური თამაშის საშუალებით გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს.
No comments:
Post a Comment